Covid-19
GEO | ENG
სერვისები > სტაციონარული მომსახურება > ჰემატოლოგია

სამედიცინო ცენტრში „მედიქლაბჯორჯია“ ფუნქციონირებს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, როგორც აბულატორიულ, ასევე, სტაციონარულ რეჟიმში.

მაღალკვალიფიციური ექიმები, ონკო-ჰემატოლოგები უზრუნველყოფენ, როგორც დაავადებათა პრევენციის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მონიტორინგის მიმართულებით მომსახურებას.დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების მუდმივი კონტროლის ქვეშ.

დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • ჰემატოლოგის კონსულტაცია;
  • ძვლის ტვინის ასპირაციული ბიოფსია და ტრეპანობიოფსია;
  • ძვლის ტვინის ციტოლოგიური;
  • ჰისტოპათოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა;
  • ანემიის, თრომბოციტების და ლეიკოციტების თვისობრივი და რაოდენობრივი დარღვევების დიაგნოსტიკა.

მკურნალობა მოიცავს:

  • ჰემატოლოგიური დაავადებების ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია;
  • ტარგეტული თერაპია;
  • ჰემატოლოგიური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

2020 წლის სექტემბრიდან „მედიქლაბჯორჯიაში“ გეგმიური ონკო-ჰემატოლოგიური მომსახურება: ქიმიოთერაპიული და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპია, ასევე, მკურნალობის განმავლობაში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევები სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და რეფერალური ფონდის მიერ.