Covid-19
GEO | ENG
ჩვენ შესახებ > კომპანიის შესახებ
მისია
კომპანიის მისია პაციენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ჩვენი მიზანია უწყვეტი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და, ამავდროულად, ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების სტანდარტი საქართველოში. ამის მისაღწევად სამი ძირითადი პრინციპით ვხელმძღვანელობთ: ინოვაცია, ხედვა, პროფესიონალიზმი
კომპანიის შესახებ

„მედიქლაბჯორჯია” (MediClubGeorgia - MCG, ს/კ 204927543) დაარსდა 1999 წელს.

კომპანია შედგება ორი სტრატეგიული ბიზნეს ერთეულისგან:

  • მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია”
  • სასწავლო რესურსცენტრი LRC MCG

მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ 7000 კვ. მეტრის ფართობის, ექვსსართულიანი შენობა თბილისის ცენტრში, ტაშკენტის ქ. 22-ა ში მდებარეობს.

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ამბულატორიული მომსახურება
  • სტაციონარული მომსახურება
  • სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების მომსახურება
  • ანესთეზია-კრიტიკული მედიცინის მომსახურება
  • დიაგნოსტიკური მომსახურება
  • ლაბორატორიული მომსახურება
  • სასწავლო რესურს ცენტრი


მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“

დაარსებიდან 24 წლის განმავლობაში სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია” უზრუნველყოფს მრავალპროფილიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო სერვისის მიწოდებას საქართველოში.

სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“-მ 2023 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა JOINT COMMISSION INTERNATIONAL (JCI) აკრედიტაციის აუდიტი და უკვე მესამედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია შემდგომი სამი წლის ვადით.

„მედიქლაბჯორჯიას“ სახით, საქართველოს გამოჩენა JCI-ის მიერ აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მარტო ჩვენი ცენტრისთვის, არამედ, ზოგადად ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. 

პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა - სწორედ ამგვარი მიდგომა განაპირობებს კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

მედიქლაბჯორჯია არის პირველი სამედიცინო კომპანია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელსაც 2004 წლიდან მიენიჭა ISO ხარისხის სერტიფიკატი (ISO 9001:2000 და OHSAS 18001:1999. მედიქლაბჯორჯია ხელმძღვანელობს OHSAS 18001:1999 საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეხება აქვს კომპანიის საქმიანობასთან.

ამასთან, მედიქლაბჯორჯია, ფლობს ქართული ხარისხის სერთიფიკატს, 2003 წლიდან არის ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წევრი, 2006 წლიდან გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) წევრი. კომპანია დაარსების დღიდან არის კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის წევრი, 2001 წლიდან სამოგზაურო მედიცინის ევროპული ასოციაციის წევრი, 2007 წლიდან ამერიკის გულის ასოციაციის წევრი, 2008 წლიდან სკრენოტის უნივერსიტეტის (UOS) და მისი საუნივერსიტეტო კლინიკების სისტემის (Moses Taylor Hospitals) სკრენტონი, პენსილვანია, აშშ პარტნიორი კლინიკა. ამერიკის საერთაშორისო ჯანმრთელობის კავშირის (AIHA) პარტნიორი ორგანიზაცია. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოებისა და ასოციაციების წევრი. 2010 წელს კომპანია დაჯილდოვებული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ნომინაციაში „თვალსაჩინო ახალი ინვესტიცია“. 2012 წლიდან მედიქლაბჯორჯია არის American Hospitals Association-ის წევრი (AHA).

მედიქლაბჯორჯია 2014 წლიდან თანამშრომლობს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსთან და წარმატებით ახორციელებს მეზღვაურთა ჯანმრთელობის სკრინინგის, სამედიცინო შემთხვევის მართვას, მკურნალობასა და ევაკუაციას. უფლებამოსილი ექიმები არიან ქეთევან სამადაშვილი და ეკა მიქაბერიძე.

სასწავლო რესურსცენტრი - LRC MCG

„მედიქლაბჯორჯიას“ სასწავლო რესურსცენტრი (MCG LRC) 2004 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს სამედიცინო ცენტრის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც წელიწადში 200-ზე მეტ ტრენინგს ატარებს სხვადასხვა პროგრამებითა და მოდულებით სამედიცინო და არასამედიცინო პროფესიონალებისთვის.

„მედიქლაბჯორჯია“ სისტემატურად ახორციელებს საკუთარი პერსონალის მომზადება-გადამზადებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების თანამედროვე სისტემის დანერგვასა და განვითარებას. გარდა ამისა, „მედიქლაბჯორჯიას“ სასწავლო რესურსცენტრი კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის მუდმივად ატარებს სხვადასხვა დონისა და სირთულის თემატურ ტრენინგებს. 2007 წლიდან კი „მედიქლაბჯორჯია“ წარმოადგენს ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრს.

2010-2018 წლებში „მედიქლაბჯორჯიას“ სასწავლო რესურსცენტრი ატარებდა ტრენინგებს ტრავმის პრეჰოსპიტალურ მართვაში (PHTLS).

2013 წლის სექტემბრიდან ტარდება ტრენინგები ATLS (Advance Trauma Support).

ინოვაცია, ხედვა, პროფესიონალიზმი

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს.

ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც პაციენტები თავს გრძნობენ დაცულად, თანამშრომლები - კომფორტულად, ხოლო პარტნიორები კი ყოველთვის კმაყოფილები არიან.

კომპანიის მისიაა პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივი დანერგვითა და გამოყენებით შექმნას სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გამოწვევებისთვის, განვითარებისა და წინსვლისთვის. ინოვაცია უდევს საფუძვლად ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ - იქნება ეს მკურნალობის, მოვლის, სწავლისა თუ სწავლების პროცესი.

კომპანიის წარმატების მთავარი გასაღები ჩვენი პროფესიონალთა გუნდია. ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ, განვავითაროთ და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნით წავახალისოთ მონდომებული და საქმისთვის თავდადებული ადამიანები, რომლისთვის ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია.

ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნების გზით მოვიპოვოთ მომხმარებლის ლოიალობა, ყოველთვის დავრჩეთ სანდო და მოწინავე სამედიცინო დაწესებულება როგორც პაციენტებისათვის, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციებისათვის.