„მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურებების დიდ არჩევანს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი დონის დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას და ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება - სწორი პროცედურა, სწორ დროს, ყველა პაციენტისათვის.
გასტროსკოპია ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური წვრილი ვიდეოკამერის მეშვეობით (ენდოსკოპით), ხორციელდება საჭმლის მომნელებელი ზემო ტრაქტის ენდოსკოპიური ვიდეო გამოკვლევა. პროცედურის დროს ვიკვლევთ საყლაპავს, კუჭს და თორმეტგოჯა ნაწლავს. გამოკვლევის დროს, ასევე, შესაძლებელია, ზემოთხსენებულ ორგანოებში ბიოფსიური მასალის აღება, პოლიპების მოკვეთა, სისხლდენის ენდოსკოპიური შეჩერება, ლორწოვანის და ლორწქვეშა კეთილ და ავთვისებიანი წარმონაქმნების იდენტიფიცირება და მათი ენდოსკოპიური მკურნალობა - ამოკვეთა. ასევე, ბარიატრიული ტიპის პროცედურის, როგორიცაა ბალონის ჩადგმა, შესრულება. სურვილის შემთხვევაში, პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ხანმოკლე სედაციითაც (დაძინებით).
გასტროსკოპიის პროცედურისთვის მომზადების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიბმული პდფ დოკუმენტის სახით.