Covid-19
GEO | ENG
ჩვენ შესახებ > სოციალური პასუხისმგებლობა > ხშირად დასმული შეკითხვები

სამედიცინო ცენტრის სამუშაო საათები?

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ მუშაობს:
ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით - 09:00-18:00 სთ-მდე, შაბათს - 09:00-14:00 სთ-მდე.

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ცხელი ხაზის სამუშაო საათებია:
ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით - 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. შაბათი - 09:30 სთ-დან 14:00 სთ-მდე.

სად მდებარეობს თქვენი კლინიკა?

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ მისამართია ქ.თბილისი, ტაშკენტის ქ. 22ა.

როგორ ხდება სპეციალისტთან ჩაწერა?

სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ცხელი ხაზის მეშვეობით 0322 25 1991.

დაშვებულია თუ არა ოჯახის წევრების თანხლება პაციენტის ვიზიტისას სამედიცინო ცენტრში?

ექიმთან ვიზიტისას ან /და სხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩასატარებლად ცენტრში მოსული პაციენტი, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროს️; უნდა ატაროს პირბადე; უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირ(ებ)ის გარეშე (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
გამონაკლისი შემთხვევებია: როცა პირს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია; მცირეწლოვანია და მშობლის დასწრება აუცილებელია.

აღნიშნული წესები ემსახურება კოვიდ პანდემიის პირობებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვას.

შესაძლებელია თუ არა ანალიზის პასუხების მიღება ელ-ფოსტით?

დიახ, შესაძლებელია. ანალიზების ჩაბარების დროს შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მოქმედებს თუ არა კერძო დაზღვევა და რომელი დაზღვევის პროვაიდერი ხართ?

ჩვენი სამედიცინო ცენტრი თანამშრომლობს დაზღვევის შემდგე პროვაიდერებთან: ჯიპიაი ჰოლდინგი, იმედი ლ, გლობალ ბენეფიტი, თიბისი დაზღვევა, არდი. შეგიძლიათ მობრძანდეთ მიმართვით.

საჭიროა თუ არა წინასწარი ჩაწერა ანალიზების ასაღებად?

ლაბორატორიულ კვლევებზე წინასწარი ჩაწერა საჭირო არ არის.

შესაძლებელია ექიმთან ონლაინ კონსულტაცია?

ამჟამად, არ გვაქვს ონლაინ კონსულტაციები.

შესაძლებელია მივიღოთ ბინაზე შემდეგი მომსახურებები: ლაბორატორია, პედიატრის ან თერაპევტის ბინაზე გამოძახება? 

ამჟამად, ბინაზე არ გვაქვს არცერთი მომსახურება.

გაქვთ თუ არა სეზონური ვაქცინები? 

სეზონურ ვაქცინებთან დაკავშირებით წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0322 251991 და ოპერატორი გადაამოწმებს დეტალებს. 

გაქვთ თუ არა სასწრაფო დახმარების მომსახურება? 

ამჟამად, ჩვენი სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ დადის გამოძახებაზე. ადგილზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ გადაუდებელი სამედიცინო განყოფილებაში 24 საათის განმავლობაში.

კეთდება თუ არა თქვენთან პსრ? რა არის მისი ღირებულება? 

დიახ, კეთდება. 88 ლარი არის ღირებულება. შეგიძლიათ მობრძანდეთ კვირის დღეებში 10:00-დან 15:30-მდე; შაბათ-კვირას 10:00-დან 13:30-მდე. 

აკეთებთ თუ არა კოვიდ სწრაფ ტესტებს? რა არის მისი ღირებულება? 

დიახ, კეთდება. 25 ლარი არის ღირებულება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ. პასუხი იქნება 30 წუთში.