www.mcg.ge
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > გასტროენტეროლოგია

სამედიცინო ცენტრში „მედიქლაბჯორჯია“ გასტროენტეროლოგიური სამსახური გთავაზობთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ბავშვებსა და მოზრდილებში. პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც ამბულატორიული სერვისები, ასევე, ჩაიტარონ სტაციონარული მკურნალობა.

პროფესიონალ ენდოსკოპისტთა და რადიოლოგთა გამოცდილ გუნდთან ერთად, თანამედროვე ლაბორატორიული კვლევებისა და უახლესი სამედიცინო აპარატურის მეშვეობით ცენტრის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სწორ დიაგნოსტირებასა და პაციენტებისათვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების შეთავაზებას.

პაციენტებს საშუალება აქვთ, ჩაიტარონ ინსტრუმენტალურ-ლაბორატორიული კვლევები, როგორიცაა:

  • მუცლის ღრუს ორგანოთა ულტრასონოგრაფიული კვლევა;
  • გასტროსკოპია;
  • კოლონოსკოპია;
  • კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა, მსხვილი ნაწლავის ტრანზიტის დროის განსაზღვრა;
  • მუცლის ღრუს კტ.
დავით მახათაძე
გასტროენტეროლოგი