მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრში დანერგილია მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებში აპრობირებული და გამოცდილი სწავლების მეთოდოლოგია: ლექცია-სემინარები, გამდიდრებული აუდიო-ვიდეო და სხვადასხვა სადემონსტრაციო მასალებით; პრაქტიკული მეცადინეობებითა და სიტუაციური სცენარები პაციენტის სიმულატორების გამოყენებით.
დაარსების დღიდან, „მედიქლაბჯორჯიას“ სასწავლო რესურს ცენტრში მომზადება გაიარა 20 000-ზე მეტმა ადამიანმა, შეიქმნა და დაინერგა 50-მდე სხვადასხვა სასწავლო პროგრამა და მოდული.
სასწავლო კურსები
კურსის დასახელბა | სამიზნე აუდიტორია | კურსის ხანგრძლივობა |
დახვეწილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალამდელ ეტაპზე | გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის ედინბურგის ქირურგიული კოლეჯის პროგრამის: “Advanced Life Support Skills” | 6 დღე |
კარდიოვასკულარული დაავადებების ეროვნული გაიდლაინები | ექიმები | 4 დღე |
ექთნის უნარ-ჩვევები | ექთნები და სამედიცინო ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტები | 2 კვირა |
საექთნო მასტერ ტრენინგი | ექთნები პროგრამა შემუშავებულია ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექთნო პროგრამის კურიკულუმზე დაყრდნობით, ამავე უნივერსიტეტში გამოყენებული საექთნო სახელმძღვანელოებისა და ალბანის საუნივერსიტეტო კლინიკის საექთნო საქმის მასალების ადაპტაციით. | 5 კვირა |
ბაზისური პირველი დახმარება დონე | არასამედიცინო პერსონალი | 1 დღე |
დახვეწილი პირველი დახმარება | არასამედიცინო პერსონალი | 2 დღე |
ნეონატალური და პედიატრიული ბაზისური პირველი დახმარება | არასამედიცინო პერსონალი | |
პირველი დახმარება გამოცდილი მაშველებისთვის | მაშველები | 4 დღე |
გადაუდებელი სამედიცინო გუნდი | მაშველები | 5 დღე |
ამერიკის გულის ასოციაციის გადაუდებელი კარდიო-ვასკულური დახმარების პროგრამები:
სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები (BLS for HCP) | სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმები, ექთნები, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები | 1 დღე |
სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები (BLS for HCP instructor) | პოტენციური ინსტრუქტორებისთვის | 1 დღე |
დახვეწილი კარდიო-ვასკულური დახმარება (ACLS Provider) | სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმები, ექთნები, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები | 2 დღე |
დახვეწილი კარდიო-ვასკულური დახმარება (ACLS Instructor) | პოტენციური ინსტრუქტორებისთვის | 1 დღე |
Heartsaver CPR | არასამედიცინო პერსონალისთვის | 1 დღე |
Heartsaver AED | არასამედიცინო პერსონალისთვის | 1 დღე |
Heartsaver First Aid | არასამედიცინო პერსონალისთვის | 1 დღე |
Heartsaver Pediatric First Aid | არასამედიცინო პერსონალისთვის | 1 დღე |
ტრავმის პრე-ჰოსპიტალური მართვა (PHTLS) | სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმები, ექთნები, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები პროგრამა ეფუძნება ამერიკის ქირურგიული კოლეჯის მიერ ექიმებისათვის შემუშავებულ კურსს -“Advanced Trauma Life Support” | 2 დღე |
ტრავმის დახვეწილი მართვა (ATLS) | ექიმებისთვის კურსი შემუშავებულია ამერიკის ქირურგთა კოლეჯის მიერ (American Colleague of Surgeon) | 3 დღე |