www.mcg.ge
GEO | ENG
მკურნალობა > პაციენტის მომზადება

სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიაში“ ოპერაციის წინ ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება. პაციენტი გულდასმით გადის შემოწმებას სასიცოცხლო მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა პულსი, ტემპერატურა, სისხლის წნევა, სუნთვის სიხშირე და სხვ. ასევე, კონსულტაციას და გასაუბრებას გადის ანესთეზიოლოგთან და, საჭიროებისამებრ, კარდიოლოგთან. დამატებითი ანალიზები ან გამოკვლევები ინიშნება სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, ფიზიკური მდგომარეობისა და საოპერაციო პროცედურების შესაბამისად.

პაციენტს წინასწარ უტარდება ინსტრუქტაჟი ოპერაციისწინა და შემგომი მდგომარეობის შესახებ. ასევე, ანესთეზიოლოგი აძლევს მითითებებს, ოპერაციის წინ როდის უნდა მიიღონ საკვები ან რა მედიკამენტები დალიონ ოპერაციამდე. სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ გამოცდილი და პროფესიონალი ანესთეზიოლოგები სრულად ფლობენ ანესთეზიის მართვას, როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ასევე, ზრუნავენ პაციენტებზე ტკივილის შესამსუბუქებლად ოპერაციის შემდგომ და უვლიან მათ ინტენსიური მედიცინის პალატებში.