www.mcg.ge
GEO | ENG
სერვისები > სტაციონარული მომსახურება > ენდოკრინოლოგია და მეტაბოლური დარღვევები

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურა უზრუნველყოფს ენდოკრინულ დაავადებათა საწყის ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.

ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის ცვლილებების, როგორიცაა დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მენოპაუზა, მეტაბოლური სინდრომი, ზრდაში ჩამორჩენა ან აკრომეგალია, ენდოკრინული ჯირკვლების სიმსივნეები, ჰორმონების მომატება ან დაქვეითება, ლიპიდური ცვლის დარღვევები, დროული გამოვლენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების მკურნალობასა და მის მართვაში.