„მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურებების დიდ არჩევანს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი დონის დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას და ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება - სწორი პროცედურა, სწორ დროს, ყველა პაციენტისათვის.
კოლონოსკოპია ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ენდოსკოპის მეშვეობით (ვიდეოკამერით), ვიკვლევთ მთელ მსხვილ ნაწლავს და წვრილი დაწლავის ბოლო სეგმენტს. აღნიშნული პროცედურის დროს შესაძლებელია, გამოვავლინოთ ლორწოვანის და ლორწქვეშა შრის, როგორც კეთილ, ასევე, ავთვისებიანი წარმონაქნები და ვაწარმოოთ მათი ენდოსკოპიური მკურნალობაც (ამოკვეთა). სურვილის შემთხვევაში, პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ხანმოკლე სედაციითაც (დაძინებით).
კოლონოსკოპიის პროცედურისთვის მომზადების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიბმული პდფ დოკუმენტის სახით.