„მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურებების დიდი არჩევანს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი დონის დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას და ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება - სწორი პროცედურა, სწორ დროს, ყველა პაციენტისათვის.
ულტრაბგერითი კვლევა ერთ-ერთი არაინვაზიური მეთოდია, რომელიც თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელი, სწრაფი და საიმედო სადიაგნოსტიკო საშუალებაა. ცენტრში წარმოებს მუცლის ღრუს ორგანოებისა და საშარდე სისტემის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების, გულისა და სისხლძარღვების, ლიმფური სისტემისა და რბილი ქსოვილების, ასევე პედიატრიული და სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევები.
სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია გამოსახულების როგორც ფირზე აღბეჭდვა, ასევე, არქივაცია დისკზე (CD) ჩაწერით.