შპს „მედიქლაბჯორჯია“ დაარსდა 1999 წელს და წარმოადგენს უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო კომპანიას. „მედიქლაბჯორჯია“ არის ხარისხის მართვის სერტიფიკატის ISO 9001:2008 და საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, Joint Commission International (JCI)-ის მიერ აკრედიტირებული სამედიცინო ცენტრი საქართველოში.
სამედიცინო ცენტრი მედიქლაბჯორჯია შედგება ორი ბიზნეს ერთეულისგან:
სამედიცინო ცენტრი მედიქლაბჯორჯია - სასწავლო რესურს ცენტრი
2004 წლიდან „მედიქლაბჯორჯიას“ ფარგლებში ფუნქციონირებს სასწავლო რესურს ცენტრი. „მედიქლაბჯორჯიას“ სასწავლო რესურს ცენტრი (MCG LRC) წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც წელიწადში 150-ზე მეტ ტრენინგს ატარებს სამედიცინო და არასამედიცინო პროფესიონალებისთვის პარტნიორ ორგანიზაციებთან აკრედიტებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამებითა და მოდულებით.
2007 წლიდან მედიქლაბჯორჯია არის ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი (AHA) - გულ-ფილტვის რეანიმაციისა და დახვეწილი კარდიო-ვასკულური დახმარების სასწავლო პროგრამების ავტორიზებული პროვაიდერი, რომელიც უფლებამოსილია, ჩაუტაროს სამედიცინო პროფესიონალებს ტრენინგი ძირითად სარეანიმაციო ღონისძიებებში, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გულის მუშაობის შემანარჩუნებელ ინტენსიურ თერაპიასა და პედიატრიაში; გასცეს ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო სერტიფიკატი, არა მარტო პროვაიდერის, არამედ ინსტრუქტორის და ტრენერ-ინსტრუქტორის.
2013 წლიდან მედიქლაბჯორჯიას სასწავლო ცენრში ტარდება ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (American College of Surgeons) სასწავლო კურსი - Advanced Trauma Life Support (ATLS) - ტრავმის დახვეწილი მართვა.