მედიქლაბჯორჯიაში ფუნქციონირებს „ინსულტის პირველადი ცენტრი“. ცენტრი დაარსდა ორგანიზაციების „Austrian Development Cooperation” და “Open Medical Institution” ერთობლივი პროექტის ფარგლებში და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს კრისტიან დოპლერის კლინიკასა (Christian-Doppler Klinik Salzburg, Austria) და ვეილ კორნელის სამედიცინო ცენტრთან (Weill Cornell Medical Center, USA).
ცენტრში მუშაობენ ნევროლოგები, რომლებიც მომზადდნენ კრისტიან დოპლერის კლინიკაში ინსულტის პირველადი პრევენციის მიმართულებით. ცენტრში, ინსულტის პრევენციის მიზნით, ხორციელდება პაციენტების სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა.
სამედიცინო ცენტრში, ასევე, წარმატებით ფუნქციონირებს ნეიროპედიატრიული სამსახური და კეტოგენური დიეტის ცენტრი.