Covid-19
GEO | ENG
Covid-19

COVID-19 სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ არის პასუხიმგებლიანი კომპანია თანამშრომლების, პაციენტების, პარტნიორებისა და საზოგადოების მიმართ.

COVID-19-ის, ამ გლობალური პანდემიის პირობებში, კომპანია ქვეყანაში შექმნილი კრიზისული პერიოდის გათვალისწინებით საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად 2020 წლის მარტიდან ახორციელებს შესაბამის აქტივობებს. „მედიქლაბჯორჯიამ“ შეიმუშავა COVID-19-ის საწყისი და მეორადი სკრინინგის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა (SOP), ტემპერატურის სკრინინგი დაწესებულებაში შესვლისას. კომპანიამ ააშენა ტრიაჟის დაწესებულება, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ოთახი, სადაც ხდება ნაცხის აღება და COVID-19 სიმპტომებით და საეჭვო ინფექციური პირობებით პაციენტების განთავსება PCR ტესტის შედეგის მიღებამდე.

„მედიქლაბჯორჯიამ“ COVID-19-ის მართვის ადგილობრივი და საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად მოამზადა და აგრძელებს სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის სწავლებას COVID-19 უსაფრთხოებისა და ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით.

თერაპევტები, ექთნები და უმცროსი ექიმები, ასევე, გადიან ტრენინგს NCDC-ის მიერ PCR ტესტის შერჩევაში.

ჩვენ ღია ვართ უსაფრთხო პერსონალური სამედიცინო მოვლისთვის.

2020 წლის ოქტომბრიდან „მედიქლაბჯორჯიამ“ შეიმუშავა სამედიცინო დაწესებულება (MF) იმ დადასტურებული SARS-CoV-2 ინფექციის მქონე ადამიანების მონიტორინგისა და მკურნალობისთვის, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ უმნიშვნელო სამედიცინო მდგომარეობა, არიან 18 წელზე უფროსი ასაკის და არ აქვთ თანმხლები დაავადებები.

2020 წლის დეკემბრიდან სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგთან თანამშრომლობით, მედიქლაბჯორჯია SARS-Cov-2 დადასტურებულ პირებს შესთავაზა ონლაინ ექიმის მომსახურება.

2020 წლის ოქტომბრიდან, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის წესების თანახმად, „მედიქლაბჯორჯია“ პაციენტებსა და ვიზიტორებს საკუთარი სოციალური ქსელის, რუბრიკა #რაუნდავიცოდეთ-ის საშუალებით მუდმივად აწვდის ინფორმაციას ვირუსული ინფექციის მართვის შესახებ რეკომენდაციებზე, უსაფრთხოების წესებსა და ასევე, PCR ტესტირების თაობაზე.

რეკომენდაციები პაციენტებისა და ვიზიტორებისათვის:

სად ტარდება PCR ტესტირება?

PCR ტესტირება ტარდება მისამართზე: ქ.თბილისი, ტაშკენტის 22ა, კლინიკის მიმდებარედ ღია სივრცეში განთავსებულ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ოთახში (PCR ბოქსი).

იზოლირებული და ტესტირებისთვის სპეციალურად აღჭურვილი PCR ბოქსი საშუალებას იძლევა ეფექტურად გაიმიჯნოს პაციენტთა ნაკადი, უსაფრთხოდ იმართოს ტესტირების პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს COVID 19-ის გავრცელების რისკები.

პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე, ტესტის ამღები სამედიცინო დაწესებულების პერსონალისთვის, რომ ტესტის აღების პროცესი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. ასევე, დროულად და ტექნიკური ხარვეზის გარეშე მოხდეს პასუხის მიწოდება.

PCR ტესტის აღება იურიდიულ პირებზე (ინფორმაცია კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის):

იურიდიული პირისთვის - PCR-ის კვლევისთვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა ქოლცენტრის მეშვეობით;

იურიდიული პირი PCR ტესტირებაზე წინასწარ ჩასაწერად უნდა დაუკავშირდეს ქოლცენტრს და მოაწოდოს ტესტირების მსურველთა სიები ☎️ 2 25 19 91.

იურიდიული პირის წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში, PCR კვლევის ჩატარება შესაძლებელი იქნება განაცხადის გაკეთებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

PCR ტესტის პასუხის გაცემა იურიდიულ პირებზე

ოფიციალური პასუხი გაიცემა PCR ტესტის აღებიდან მეორე დღეს, 14:00 სთ-ის შემდეგ; განმეორებითი PCR კვლევის პასუხები პაციენტებს გაეგზავნებათ ტესტის აღებიდან 48 საათში.

PCR ტესტის აღება ფიზიკურ პირებზე

ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით: გეგმიურ ამბოლატორიულად PCR-ის კვლევაზე ფიზიკური პირი უნდა მოვიდეს სამედიცინო ცენტრის მისამართზე, დილის 09:00 სთ-დან - 15:30 სთ-მდე.

შაბათი-კვირა: გეგმიურ ამბოლატორიულად PCR-ის კვლევაზე ფიზიკური პირი უნდა მოვიდეს სამედიცინო ცენტრის მისამართზე, დილის 09:30 სთ-დან - 13:30 სთ-მდე.

PCR-ის კვლევამდე ფიზიკური პირი ავსებს სპეციალურ სააპლიკაციო ფორმას, სადაც საკონტაქტო მოქმედი ელექტრონული ფოსტის მითითება სავალდებულოა.

PCR ტესტის პასუხი მედიქლაბჯორჯიას წარმომადგენლის მიერ იგზავნება იმ ელექტრონულ მისამართზე, რომელსაც ფიზიკური პირი უთითებს ტესტირებამდე სავალდებულო შესავსებ სააპლიკაციო ფორმაში.

PCR ტესტის პასუხის გაცემა ფიზიკურ პირებზე

ოფიციალური პასუხი გაიცემა PCR ტესტის აღებიდან მეორე დღეს, 14:00 სთ-ის შემდეგ;

საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორია იტოვებს უფლებას ჩაატაროს განმეორებითი PCR კვლევა;

განმეორებითი PCR კვლევის პასუხები ფიზიკურ პირებს გაეგზავნებათ ტესტის აღებიდან 48 საათში;

ელექტრონული მისამართის არქონის შემთხვევაში, მომხმარებელი თავად უნდა დაუკავშირდეს „მედიქლაბჯორჯიას“ ქოლცენტრს PCR ტესტის აღებიდან მეორე დღეს, 14:00 სთ-ის შემდეგ ☎️ 2 25 19 91;

PCR-ის კვლევისთვის რეგისტრაციისას, სააპლიკაციო ფორმის შევსების დროს ფიზიკურმა პირმა ყურადღებით და სწორად უნდა მიუთითოს საკუთარი აქტიური ელექტრონული ფოსტა;

წინააღმდეგ შემთხვევაში, „მედიქლაბჯორჯია“ პასუხს არ აგებს შეცდომით გაგზავნილ ან მიუწვდომელ შეტყობინებაზე.

COVID-პასპორტის აღების მსურველთა საყურადღებოდ!

✈️ საქართველოს საზღვრის დატოვების მსურველთათვის COVID-პასპორტის ასაღებად PCR ტესტი უნდა ჩატარდეს გაფრენამდე 48 საათით ადრე;

✈️ COVID-პასპორტის აღების მოთხოვნისთვის მომხმარებელი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „მედიქლაბჯორჯიას“ ქოლცენტრს 72 საათით ადრე ტესტირებამდე ☎️ 2 25 19 91 და, მოსვლისას აუცილებლად თან იქონიოს საზღვარგარეთის პასპორტი.