Covid-19
GEO | ENG
ადაპტირებული გარემო

იმისათვის, რომ პაციენტს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, მედიქლაბჯორჯიას ექიმებს წინასწარ აქვთ მომზადებული პაციენტზე ზრუნვის გეგმა. პაციენტის მკურნალობა და მოვლა უწყვეტი პროცესია. ურთიერთობის პირველი წუთიდან, მკურნალობის ბოლო წუთამდე და მის შემდგომ პერიოდში მედიქლაბჯორჯიას ექიმები ზრუნავენ, რომ პაციენტმა მიიღოს ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის მომსახურება. სწორედ ასეთი, თითოეულ პაციენტზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს ნდობას და ერთგულებას ჩვენი ბრენდისადმი.

სამედიცინო ცენტრს გააჩნია კეთილმოწყობილი, სრულად აღჭურვილი საოპერაციო და სარეაბილიტაციო სივრცეები. პალატები ძირითადად ერთადგილიანია და თითოეულს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი. პაციენტისთვის მეტი კომპორტის შექმნისთის ოთახში არის კაბელური ტელევიზია და წვდომა ინტერნეტთან. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განლაგებულია შვიდი იზოლირებული საწოლი. სამედიცინო ცენტრში, ასევე, განთავსებულია სამი აპარტამენტი უცხოელი სტუმრებისთვის კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

სამედიცინო ცენტრს აქვს საკუთარი აფთიაქი გარედან  დამოუკიდებელი შესასვლელით. კლინიკის აფთიაქი ამარაგებს, როგორც შიდა სტადიონარულ პაციენტებს, ასევე სურვილის შემთხვევაში აწვდის მედიკამენტებს ამბულატორიულ პაციენტებსაც.

სამედიცინო ცენტრის ლაბორატორია განლაგებულია შენობის მეხუთე სართულზე. ის აღჭურვილია თანამედროვე ანალიზატორებითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს 100-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული გამოკვლევა.

საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 140 ადამიანისთვის და წარმოადგენს ცოდნის გაზიარების იმ მთავარ ადგილს, სადაც მედიქლაბჯორჯიას ექიმები სისტემატურად ხვდებიან ერთმანეთს, კოლეგებს სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და განიხილავენ ჯანდაცვის სფეროს ინოვაციებსა და ახალ გამოწვევებს და, ასევე, უზიარებენ თავის ცოდნასა და პროფესიულ უნარებს.

სამედიცინო ცენტრს, ასევე, გააჩნია ბიბლიოთეკა, სადაც პერსონალისთვის ხელმისაწვდომია როგორც სამედიცინო, ასევე, არასამედიცინო ლიტერატურა. 

კაფეტერია განლაგებულია პირველ სართულზე. კაფეტერიით სარგებლობა შეუძლია, როგორც ცენტრის თანამშრომლებს, ასევე, პაციენტებს და მისი ოჯახის წევრებს.