საერთაშორისო
პარტნიორები
სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“-მ 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა JOINT COMMISSION INTERNATIONAL (JCI) რეაკრედიტაციის აუდიტი და უკვე მეორედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სამი წლის ვადით.
„მედიქლაბჯორჯია“ 2017 წლიდან დღემდე ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებს.
„მედიქლაბჯორჯია” ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 620 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით.
2007 წლიდან მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრი ჩამოყალიბდა ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრად და გახდა ECC-სა და პირველადი სამედიცინო დახმარების უფლებამოსილი პროვაიდერი.
2012 წლიდან მედიქლაბჯორჯია არის American Hospitals Association-ის წევრი (AHA).
მედიქლაბჯორჯია არის პირველი სამედიცინო კომპანია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელსაც 2004 წლიდან მიენიჭა ISO ხარისხის სერტიფიკატი (ISO 9001:2000 და OHSAS 18001:1999.
მედიქლაბჯორჯია ხელმძღვანელობს OHSAS 18001:1999 საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეხება აქვს კომპანიის საქმიანობასთან.