Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > ონკოლოგია

სამედიცინო ცენტრში „მედიქლაბჯორჯია“ ფუნქციონირებს ონკოლოგიური განყოფილება, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმები, ონკო-ჰემატოლოგები უზრუნველყოფენ, როგორც დაავადებათა პრევენციის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მონიტორინგის მიმართულებით მომსახურებას.

2020 წლის სექტემბრიდან „მედიქლაბჯორჯიაში“ გეგმიური ონკოლოგიური მომსახურება - ქიმიოთერაპიული და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპია, ასევე, მკურნალობის განმავლობაში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევები სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და რეფერალური ფონდის მიერ.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების მუდმივი კონტროლის ქვეშ.

#COVID19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები ცენტრში ყველა წესის დაცვით სრულდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს მედპერსონალისა და პაციენტებისათვის.

ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევები განიხილება კონსილიუმის პრინციპით. მკურნალობა იგეგმება ინდივიდუალურად, ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად, როგორიცაა: NCCN, ASCO, ESMO და სხვ.

ონკოლოგიური სერვისი მოიცავს:

  • კლინიკური ონკოლოგის და ონკოქირურგის კონსულტაცია;
  • რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები;
  • ენდოსკოპია;
  • ბიოფსია;
  • პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები.
აიდა გოზალოვა
ონკოლოგი. ჰემატოლოგი / ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი