„მედიქლაბჯორჯიას“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასურველი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებლად მიწოდებას როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
საქართველოში სამედიცინო მომსახურების მსურველ უცხოელ პაციენტებს ვთავაზობთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ორგანიზებას ჩვენს კლინიკაში, ვეხმარებით მათ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ოპტიმალურ დაგეგმვაში წინასწარი, ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის მიხედვით და, ასევე, კულტურული პროგრამის დაგეგმვაში კლინიკიდან თავისუფალ დროს.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობა:
- პაციენტის მიერ მოწოდებული სამედიცინო დოკუმენტაციის დამუშავება-სპეციალისტებისათვის გაცნობა;
- ექიმების მიერ კვლევებისა და მკურნალობის წინასწარი გეგმის შედგენა პაციენტის ისტორიის და ჩატარებული კვლევების საფუძველზე;
-
წინასწარი გეგმის მიხედვით სამედიცინო მომსახურების ხარჯის გათვლა;
- პაციენტის წინასწარი ინფორმირება კლინიკაში ყოფნის ვადებთან და ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციის შეთავაზება ონლაინ - რეჟიმში;
- აეროპორტში დახვედრა/ტრანსფერი;
- ასისტენტის თანხლება კლინიკაში ყოფნის პერიოდში;
ჩვენების მიხედვით რეანიმობილის დახვედრა და ტრანსფერი კლინიკაში;
- სასიცოცხლო ჩვენების შესაბამისად, საჰაერო - სასწრაფო ტრანსპორტირების ორგანიზება;
პაციენტისათვის სასტუმროს/ბინის შერჩევა და დაჯავშნა;
- თავისუფალ დროს კულტურული ღონისძიებების პროგრამის დაგეგმვა.
სპეციალური შეთავაზება
სრული სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება - Full Medical Check Up
დაავადებების პრევენციის და დროული გამოვლენის მიზნით სამედიცინო ცენტრი “მედიქლაბჯორჯია” გთავაზობთ სრულ სამედიცინო - პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებას, ასაკის შესაბამისი პროგრამული პაკეტების ფარგლებში.
საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო დეპარტამენტი სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:
- პაციენტისთვის კლინიკის შერჩევა;
- პაციენტის სამედიცინო ისტორიის თარგმნა და გადაგზავნა;
-
კვლევებისა და მკურნალობის წინასწარი გეგმის მიღება;
- წინასწარი ხარჯთაღრიცხვის მიღება;
- საჰაერო-სასწრაფო ტრანსპორტირების ორგანიზება, პაციენტის სასიცოცხლო ჩვენების შესაბამისად და მისი გადაყვანა მოთხოვნილ კლინიკაში;
- „მედიქლაბჯორჯიას“ სამედიცინო პერსონალის თანხლება;
- აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი;
- თარჯიმნის მომსახურება და თანხლება კლინიკაში ყოფნის პერიოდში;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება და პაციენტისათვის გადაცემა.
საერთაშორისო დეპარტამენტის დამატებითი მომსახურება:
ტელე-კონსულტაცია;
წერილობითი სამედიცინო კონსულტაცია.
თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტით:
r.pantsulaia@mcg.ge l.giorgobiani@mcg.ge
ტელ: +995 32 2251991
მობ.: +995 577 422043; +995 599 553 244