Covid-19
GEO | ENG
სამედიცინო პერსონალი > ქეთევან ხითარიშვილი
ქეთევან ხითარიშვილი
ენდოკრინოლოგი
გამოცდილება
  • ქეთევან ხითარიშვილი სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ 2016 წელს შემოუერთდა ექიმ-ენდოკრინოლოგის პოზიციაზე, პარალელურად, ხელმძღვანელობდა ცენტრის სტაციონარულ დეპარტამენტს, ხოლო 2017 წლიდან დღემდე არის „მედიქლაბჯორჯიას“ ენდოკრინოლოგი;
  • მისი კლინიკური მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტს, სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების მართვის გამოცდილებით;
  • ასევე, ქეთევანი იყო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და მიწვეული კონსულტანტი ენდოკრინოლოგი კლინიკა კურაციოში;
  • ქეთევანი იყო ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი აკად. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2015 წლიდან დღემდე - თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.
განათლება და ტრენინგები
  • ქეთევანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი; რეზიდენტურა გაიარა შინაგანი მედიცინის განხრით ფიფიას სახელობის საავადმყოფოში. რეზიდენტურა და დოქტურანტურა გაიარა თსსუ ენდოკრინოლოგიის კათედრაზე, ხოლო 2002 წელს დაასრულა სადისერტაციო ნაშრომი ენდოკრინოლოგიის გრიფით;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქეთევან ხითარიშვილი იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში (2006წ.);
  • ქეთევანი არის საქართველოსა და საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური საზოგადოების წევრი, მრგვალი მაგიდების სპიკერი;
  • ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ენდოკრინოლოგიაში და გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.
ბიოგრაფია