Ketevan Khitarishvili
Endocrinologist
Experience
- ქეთევან ხითარიშვილი სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ 2016 წელს შემოუერთდა ექიმ-ენდოკრინოლოგის პოზიციაზე, პარალელურად, ხელმძღვანელობდა ცენტრის სტაციონარულ დეპარტამენტს, ხოლო 2017 წლიდან დღემდე არის მედიქლაბჯორჯიას ენდოკრინოლოგი.
- მისი კლინიკური მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტს, სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების მართვის გამოცდილებით.
-
ასევე, ქეთევანი იყო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და მიწვეული კონსულტანტი ენდოკრინოლოგი კლინიკა კურაციოში;
-
ქეთევანი იყო ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი აკად. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2015 წლიდან დღემდე - თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.
Education & Traning
- ქეთევანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი; რეზიდენტურა გაიარა შინაგანი მედიცინის განხრით ფიფიას სახელობის საავადმყოფოში. რეზიდენტურა და დოქტურანტურა გაიარა თსსუ ენდოკრინოლოგიის კათედრაზე, ხოლო 2002 წელს დაასრულა სადისერტაციო ნაშრომი ენდოკრინოლოგიის გრიფით.
- კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქეთევან ხითარიშვილი იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში (2006წ.).
- ქეთევანი არის საქართველოსა და საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური საზოგადოების წევრი, მრგვალი მაგიდების სპიკერი.
- ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ენდოკრინოლოგიაში და გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.
გაზიარება