Covid - 19
GEO | ENG
About Us > Corporate Clients
ჩვენი კორპორატიული კლიენტები არიან:

მედიქლაბჯორჯიას თითოეული კორპორატიული მომხმარებლისთვის გამოყოფილია კორდინატორი, რომელიც გეგმასვ და ორგანიზებას უკეთებს კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა შემთხვევას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გეგმის, პაციენტთა განათლების, სეზონური დაავადებების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამებსი ჩათვლით.ინდივიდუალური კლიენტების მსგავსად, კორპორატიული მომხმარებლები იღებენ სამედიცინო მომსახურების სრულ პაქეტს. მედიქლაბჯორჯია კორპორატიულ კლიენტებს ასევე სთავაზობს საწარმოო მედ იცინის მომსახურებას, რაც გულისხმობს სამუშაო რისკების შეფასებასა და კომპანიისათვის დახმარების გაწევას, რათა ამ უკანასკნელმა უკეთ დაგეგმოს საკუთარი  საქმიანობები და მინიმუმამდე დაიყვანოს მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშრებული რისკები.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ კვებისა და წყლის ჰიგიენის, საწარმოო ჰიგიენის შეფასებასაც. MCG ეხმარება კომპანიებს პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი ატრიბუტიკის შეძენასა და შესაბამისი ტრეინინგების დაგეგმვა ჩატარებაში.

MediClubGeorgia- ს მრავალი საელჩოსთვის სასურველ სამედიცინო პროვაიდერთა სიაში პირველი ადგილი უჭირავს. ეს  საელჩოებია:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
ჰოლანდიის საელჩო
ისრაელის საელჩო
იტალიის საელჩო
საფრანგეთის საელჩო
გერმანიის საელჩო
ერაყის საელჩო
ირანის საელჩო
ესტონეთის საელჩო და ა.შ.