Covid-19
GEO | ENG
სერვისები > დიაგნოსტიკური კვლევები > კომპიუტერული ტომოგრაფია

„მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურებების დიდი არჩევანს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი დონის დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას და ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება - სწორი პროცედურა, სწორ დროს, ყველა პაციენტისათვის.

კტ სკანირება - წარმოადგენს გართულებულ რენტგენ ტესტს, რომელიც წარმოქმნის ადამიანის ორგანიზმის ნაწილების მრავლობით გამოსახულებას. კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა შინაგანი ორგანოების, რბილი ქსოვილების, სისხლძარღვების, თავის ტვინის და ძვლების საკმაოდ დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას.

კომპიუტერული ტომოგრაფია არის კვლევა, რომელიც რადიოლოგს ორგანიზმის სრულყოფილ გამოსახულებას, შესაბამისად, დეტალურ ინფორმაციას აწვდის და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის გამოვლენის საშუალებას აძლევს.

კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ რეჟიმში. კვლევით ვლინდება კუნთისა და ძვლის პათოლოგიები, ზუსტდება სიმსივნის ლოკალიზება, ფასდება შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, საჭიროა კიბოს მკურნალობის მონიტორინგისთვის, ავლენს შინაგან ტრავმასა თუ სისხლდენას და სხვა.

კომპიუტერული ტომოგრაფის კონტროლით სრულდება სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაცია, ბიოფსია და რადიაციული თერაპია.

ირაკლი ტატიშვილი
ექიმი რადიოლოგი