2011 წლიდან დღემდე - ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულა“, რადიოლოგი.
2011 წლიდან დღემდე - მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიოლოგი.
2013 წლიდან დღემდე - კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი.
2015-2016წწ. - ყაზახეთის ქალაქ აქტაუს სოფი მედგრუპის კლინიკა, რადიოლოგი.
2016 წლიდან უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი.
2001-2011წწ. - ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი, რადიოლოგი.
2006-2010წწ. - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი.
2000-2001წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიოლოგი.
1991-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი.
ირაკლი ტატიშვილი „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2010 წლიდან შემოუერთდა.
ირაკლი ტატიშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატია/პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი თერაპიასა და რადიოლოგიაში. ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი - „შინაგანი სნეულებანი“ და „შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა“.
მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში, აქვს პედაგოგიური გამოცდილება რადიოლოგიაში. 2009 წლიდან 2011 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის Master Program-ის ონკოლოგიის რადიოლოგიური მოდულის ლოკალური დირექტორი და რეზიდენტურის ნეირორადიოლოგიის კურსის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (2012-2013წწ.).
ირაკლი ტატიშვილი არის ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი.