Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > ოჯახის ექიმი

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ამბულატორიული სამსახური გთავაზობთ თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრული დაცვით ამბულატორიულ მომსახურებას. კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობასა და პაციენტთა მუდმივ მონიტორინგსა და მეთვალყურეობას.

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ოჯახის ექიმი და თერაპევტი კოორდინაციას უწევს პაციენტის მიერ სამედიცინო სერვისების მიღებას. ამბულატორიაში ოჯახის ექიმი/თერაპევტი აქტიურად ემსახურება პაციენტებს, ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვადასხვა რისკ-ფაქტორების შეფასებას, დაავადებების დიაგნოსტიკასა და მის მართვას, პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. საჭიროების შემთხვევაში, კი ცენტრში მიიღებთ სპეციალისტების კონსულტაციას და ლაბორატორიულ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს.

ასევე, ოჯახის ექიმი ემსახურება პაციენტის განათლებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დაავადებათა რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების შესახებ. მართავს პაციენტის ქრონიკულ და კომპლექსურ დაავადებებს, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი მეთვალყურეობა და მედიკამენტური თერაპია.

ეკა მიქაბერიძე
თერაპევტი / ოჯახის ექიმი
ქეთევან სამადაშვილი
თერაპევტი / ოჯახის ექიმი