www.mcg.ge
GEO | ENG
სამედიცინო პერსონალი > ეკა მიქაბერიძე
ეკა მიქაბერიძე
თერაპევტი / ოჯახის ექიმი
გამოცდილება
  • ეკა მიქაბერიძე „მედიქლაბჯორჯიას“ პროფესიონალთა გუნდს 2003 წლიდან შემოუერთდა;
  • მუშაობდა ევროპულ სამედიცინო ცენტრში კარდიოლოგად (რუსეთი, მოსკოვი. 1998წ.);
  • თერაპიის ნაციონალურ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომელად (თბილისი.1998-2003წწ.);
  • ასევე, იყო თერაპიის ნაციონალური ინსტიტუტის კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კარდიოლოგი-მორიგე ექიმი (2003-2005წწ.);
  • ეკატერინე მიქაბერიძე არის OGUK სერტიფიცირებული ექიმი (CPD certified at Falck Nutec);
  • 2015 წლიდან და 2014 წლიდან საზღვაო სააგენტოს ავტორიზებული ექიმი;
  • ეკა ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს სპეციალობაში „კარდიოლოგია“, „შინაგანი დაავადებები“ და „ლაბორატორიული მედიცინა“;
  • გავლილი აქვს ტრენინგები: პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მართვა, ტრენერთა მომზადება, Course of TOT (უკრაინა, კიევი. 2005წ.);
  • თრომბოლიზისი Offshore (აზერბაიჯანი, ბაქო. 2005წ.);
  • ბარიატრია მულტიდისციპლინარული გუნდი (შვეიცარია, Center of Kantonsspital St. Gallen. 2012წ.);
  • აქვს სამეცნიერო ნაშრომები: „ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტის დამოკიდებულება ქოლესტერინზე“ (ამერიკული ჟურნალი კარდიოვასკულარულ ფარმაკოლოგიაში. 2001წ.) და „კარდიო-ვასკულარული რისკის მქონე უსიმპტომო მამაკაცებში ეკგ მონაცემების გამოყენება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის წინასწარ განსაზღვრაში“ (ჰიპერტენზიის ამერიკული ჟურნალი.1998წ.).
განათლება და ტრენინგები
  • ეკა მიკაბერიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. რეზიდენტურა გაიარა ქალაქ მოსკოვის ალექსანდრე მიასნიკოვის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტალური კარდიოლოგიის ინსტიტუტში;
  • ეკა არის საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი. ბრუსეს ჰოსპიტალი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი და მეორადი პრევენციის განყოფილება (საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ქვედა კიდურების არტერიების ულტრაბგერითი კვლევა. საფრანგეთი, პარიზი).
ბიოგრაფია