ნინო წერუაშვილი
კოლოპროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
გამოცდილება
- ნინო წერუაშვილი სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2009 წლიდან შემოუერთდა;
- ნინო წერუაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა კლინიკებში: 2020 წლიდან არის საქართველოს ენდოსკოპისტთა ბორდის სრული წევრი;
- 2012-2015 წლებში იყო „MediClubGeorgia“ - ქირურგიული სამსახურის უფროსი;
- 2009 წლიდან დღემდე MediClubGeorgia-ს ქირურგ-პროქტოლოგი;
- 2006-2009 წლებში იყო მე-4 კლინიკური საავადმყოფოს რ. იაშვილის სახელობის თბილისის პროქტოლოგიის ცენტრის ქირურგ-ორდინატორი;
- 2006 წ. - დიპლომისშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის უფროსი ექიმი-ლაბორანტი;
- ნინო არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტის პროქტოლოგიის მიმართულების მოწვეული პედაგოგი;
- აქვს 13 სამეცნიერო შრომა რეფერირებად ჟურნალებში;
- ნინო წერუაშვილი არის სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის წევრი: The American Society of Clinical Oncology; საქართველოს ქირურგთა ასოციაცია; საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური ასოციაცია; საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია.
განათლება და ტრენინგები
- დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, თბილისის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით „პროქტოლოგია“ და „ენდოსკოპია“;
-
არის საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. სწავლის შემდგომი საფეხურების გასავლელად იყო ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში;
- 2015 - Weill Cornel Medical University, Presbyterian Center, Colon and Rectal Surgery Department (New-York );
- 2011 - American Society of Clinical Oncology Education, Science and Professional Department (Chicago);
- 2011 - Emory University, Atlanta RadioOncology Department.