www.mcg.ge
GEO | ENG
სამედიცინო პერსონალი > ირაკლი ტატიშვილი
ირაკლი ტატიშვილი
ექიმი რადიოლოგი
გამოცდილება
  • 2011 წლიდან დღემდე - ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულა“, რადიოლოგი;
  • 2011 წლიდან დღემდე - მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიოლოგი;
  • 2013 წლიდან დღემდე - კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი;
  • 2015-2016წწ. - ყაზახეთის ქალაქ აქტაუს სოფი მედგრუპის კლინიკა, რადიოლოგი;
  • 2016 წლიდან უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი;
  • 2001-2011წწ. - ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი, რადიოლოგი;
  • 2006-2010წწ. - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი;
  • 2000-2001წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიოლოგი;
  • 1991-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი.
განათლება და ტრენინგები
  • ირაკლი ტატიშვილმა დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის ფაკულტეტი (1986წ.);
  • ტრენინგი რადიოლოგიაში (კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ონკოლოგიის სასწავლო და კვლევითი ჰოსპიტალი; ათათურქის სასწავლო და კვლევითი ჰოსპიტალი (ანკარა,თურქეთი, 2011წ.).
  • ტრენინგი რადიოლოგიაში, თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სამედიცინო ფაკულტეტი (ისრაელი, 2000წ.).
  • ტრენინგი რადიოლოგიაში, მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (თბილისი, 1997-1998წწ.).
  • ტრენინგი რენტგენოლოგიაში, ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია (თბილისი, 1997წ.)
ბიოგრაფია

ირაკლი ტატიშვილი „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2010 წლიდან შემოუერთდა.

ირაკლი ტატიშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატია/პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი თერაპიასა და რადიოლოგიაში. ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი - „შინაგანი სნეულებანი“ და „შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა“.

მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში, აქვს პედაგოგიური გამოცდილება რადიოლოგიაში. 2009 წლიდან 2011 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის Master Program-ის ონკოლოგიის რადიოლოგიური მოდულის ლოკალური დირექტორი და რეზიდენტურის ნეირორადიოლოგიის კურსის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (2012-2013წწ.).

ირაკლი ტატიშვილი არის ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი.