სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“ 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა JOINT COMMISSION INTERNATIONAL (JCI) რეაკრედიტაციის აუდიტი და, უკვე მეორედ, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სამი წლის ვადით. „მედიქლაბჯორჯია“ 2017 წლიდან დღემდე ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებს.
„მედიქლაბჯორჯია” ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 620 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით. JOINT COMMISSION INTERNATIONAL წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაციის THE JOINT COMMISSION შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს. JCI აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებად და ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.