Covid-19
GEO | ENG
სამედიცინო პერსონალი > გია მელიქიშვილი
გია მელიქიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი / ეპილეპტოლოგი
გამოცდილება
  • 2009-2011: აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
  • 1995-2009: შპს ,,შუა ქალაქში“;
  • 1991-1995: ბავშვთა პოლიკლინიკა N2, რუსთავი;
  • ამერიკის ბავშვთა ნევროლოგთა საზოგადოების წევრი;
  • ევროპის ბავშვთა ნევროლოგთა საზოგადოების წევრი (EPNS);
  • ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის წევრი (ILAE);
  • Spina Bifida სექვენირების კონსორციუმის წევრი (https://bit.ly/37q7EA1).
განათლება და ტრენინგები
  • 1983-1985: სარატოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული ფაკულტეტი;
  • 1985-1989: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული ფაკულტეტი.
ბიოგრაფია

გია მელიქიშვილი სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2011 წლიდან შემოუერთდა. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა პერსონალიზებული მედიცინა, რაც უკეთეს დიაგნოსტიკასა და სწორად მორგებულ მკურნალობას უზრუნველყოფს. გია მელიქიშვილი არის კეტოგენური დიეტის საქართველოს ცენტრის დამფუძნებელი (Member of International Ketogenic Diet Centers, https://bit.ly/3w8hK35). ასევე, საქართველოს მყიფე X სინდრომის ცენტრის ხელმძღვანელი (The National Fragile X Foundation`s member clinic, https://bit.ly/3w4MLVu).

აქტიურად არის ჩართული იშვიათი დაავადებების ცნობადობის ამაღლებასა და ამ დაავადების დიაგნოსტირება-მართვაში.

ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს სპეციალობაში ,,ბავშვთა ნევროლოგია” და ,,კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია“. ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი და მოხსენება. მონაწილეობდა მრავალ სიმპოზიუმსა და კონგრესში, გავლილი აქვს ტრენინგები და სტაჟირების პროგრამები, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. სასწავლო კურსი ეგლესტონის ბავშვთა კლინიკის ბავშვთა ნევროლოგიის განყოფილებაში (ემორის უნივერსიტი, ატლანტა, ჯორჯია, 2006 წ.); სასწავლო კურსი გრონინგენის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის დეპარტამენტში (გრონინგენი, ნიდერლანდები, 2006 წ.). არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი.