Covid-19
GEO | ENG
ჩვენ შესახებ > სიახლეები > PIUR-ტომოგრაფიული კვლევა
31/03/2023

სამედიცინო ცენტრი მედიქლაბჯორჯია“ ერთადერთი კლინიკაა როგორც საქართველოში, ასევე, ამიერკავკასიაში, სადაც ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილისა და კვანძების დეტალური შეფასებისთვის PIUR-ტომოგრაფიული 3D ულტრაბგერითი კვლევა დაინერგა და უკვე გამოიყენება. ბოლო თაობის ავსტრიული წარმოების ტომოგრაფიული PIUR აპლიკაცია ეს არის მაღალი გარჩევადობის ულტრაბგერითი მოცულობის ჩაწერის სისტემა, რომელიც პაციენტებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილისა და კვანძების დეტალური შეფასების საშუალებას სთავაზობს.

ტომოგრაფიული ულტრაბგერითი მოწყობილობის PIUR აპლიკაციის მონტაჟი და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი ავსტრიული კომპანია "PIUR IMAGING"-ის წარმომადგენელმა ენრიკე ბარბოსა დი კავალიომ უზრუნველყო, რომელიც კლინიკას 2023 წლის 31 მარტს ორი დღით სტუმრობდა.