2023 წლიდან სამედიცინო ცენტრში „მედიქლაბჯორჯია“კანის სიმსივნეების დიაგნოსტიკა და სკრინინგი შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი კომპანიის FotoFinder-ის უახლესი აპარატით.
FotoFinder-ი საშუალებას იძლევა, სწრაფად შევაფასოთ კანის ზედაპირზე არსებული ყველა წარმონაქმნი. მისი დახმარებით პაციენტისთვის იქმნება პერსონალური „კანის რუკა“, რომელიც რეგულარული შემოწმებისას გამოავლენს ყველა ახალ და, ასევე, სახეშეცვლილ წარმონაქმნს ადრეულ სტადიაზე.