Covid-19
GEO | ENG
სერვისები > დიაგნოსტიკური კვლევები > ლაბორატორია

„მედიქლაბჯორჯია“ - ეს არის პირველი და ერთადერთი სამედიცინო ცენტრი საქართველოში, რომელმაც ორჯერ მოიპოვა Joint Commission International (JCI) აკრედიტაცია (2017-2020წწ და 2020-2023წწ).

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ლაბორატორიის წარმატებული მუშაობა ეფუძნება პაციენტის მოვლის ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა:

  • ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე გამართული სისტემა (დაარსების დღიდან, ლაბორატორია თანამშრომლობს ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფის მსოფლიოში აღიარებულ კომპანიებთან: RIQAS (ინგლისი), Labquality (ფინეთი), ESfEQA (გერმანია), INSTAND (გერმანია);
  • პროფესიონალთა გუნდი (თანამშრომელთა უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე მუდმივად ზრუნავს კლინიკის მენეჯმენტი);
  • წამყვანი ტექნოლოგიები (უახლესი თანამედროვე ანალიზატორები და გამართული საინჟინრო მომსახურება უზრუნველყოფს ლაბორატორიული კვლევების საიმედოობას);
  • აკრედიტებული და სანდო კონტრაქტორი ლაბორატორიების შერჩევა;
  • პაციენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობის მკაცრი დაცვა.

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ლაბორატორია მუშაობს 7/24-ზე. მოქმედებს:

  • გამოძახების სერვისი;
  • პასუხების ელექტრონულად გადაგზავნა;
  • უცხოეთში მომსახურების სერვისი;

კვლევები, რომელიც არ კეთდება საქართველოში, პაციენტის სურვილის მიხედვით, იგზავნება უცხოეთში ჩვენს კონტრაქტორ ლაბორატორიებში.