Covid-19
GEO | ENG
სერვისები > დიაგნოსტიკური კვლევები > ბრონქოსკოპია

„მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურებების დიდი არჩევანს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი დონის დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას და ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება - სწორი პროცედურა, სწორ დროს, ყველა პაციენტისათვის.

ბრონქოსკოპია ეს არის ენდოსკოპიური პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური წვრილი ენდოსკოპის (ვიდეოკამერის) მეშვეობით ხორციელდება ხორხსარქველის, სახმო იოგების, ტრაქეის და ბრონქების ენდოსკოპიური პროცედურა. სურვილის შემთხვევაში, პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ხანმოკლე სედაციითაც (დაძინებით).

წარმოდგენილია შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:

  • ზედა სასუნთქი გზების ვიდეოენდოსკოპია;
  • ლარინგოსკოპია;
  • ტრაქეოსკოპია;
  • ბრონქოსკოპია ენდობრონქული ულტრასონოგრაფია ტრანსბრონქული ბიოფსიით (EBUS-TBNA);
  • ენდობრონქული ულტრასონოგრაფია ფილტვის პერიფერიული წარმონაქმნების ბიოფსიით და ბრაშ-ბიოფსიით.