Covid-19
GEO | ENG
სერვისები > დიაგნოსტიკური კვლევები > ულტრასონოგრაფია

„მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურებების დიდი არჩევანს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი დონის დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას და ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება - სწორი პროცედურა, სწორ დროს, ყველა პაციენტისათვის.

ულტრაბგერითი კვლევა ერთ-ერთი არაინვაზიური მეთოდია, რომელიც თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელი, სწრაფი და საიმედო სადიაგნოსტიკო საშუალებაა. ცენტრში წარმოებს მუცლის ღრუს ორგანოებისა და საშარდე სისტემის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების, გულისა და სისხლძარღვების, ლიმფური სისტემისა და რბილი ქსოვილების, ასევე პედიატრიული და სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევები.

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა;
  • საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა;
  • სათესლე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
  • გინეკოლოგიური და სამეანო ულტრაბგერითი კვლევა;
  • სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
  • რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევა;
  • ლიმფური სისტემის ულტრაბგერითი კვლევა;
  • სანერწყვე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა;
  • სასქესო ორგანოთა სისტემის/ქალი/მამაკაცი/ კვლევა

სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია გამოსახულების როგორც ფირზე აღბეჭდვა, ასევე, არქივაცია დისკზე (CD) ჩაწერით.

დიმიტრი წვერავა
თერაპევტი / ულტრაბგერის სპეციალისტი
ნინო ფრანგიშვილი
ულტრაბგერის სპეციალისტი