Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ქირურგიული მომსახურება > სისხლძარღვთა ქირურგია

სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” სისხლძარღვთა ქირურგიის სამსახური სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ იყენებს როგორც თერაპიულ, ასევე, ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს.

სისხლძარღვთა ქირურგიის სამსახურში ხდება სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამოვლენა, მკურნალობის გეგმის შემუშავება და პროფილაქტიკა.

სამსახური უზრუნველყოფს ყველა ტიპის აღდგენით ოპერაციას თავის ტვინის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, თირკმელებისა და კიდურების მკვებავ სისხლძარღვებზე.

სისხლძარღვოვანი სისტემის ძირითადი დაავადებებია: ანევრიზმა, ანემია, ათეროსკლეროზი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, რეინოს სინდრომი, ვარიკოზი, სისტემური ვასკულიტები, თრომბოფლებიტი და თრომბოზი, დიაბეტური ანგიოპათია, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ანგიოპათია, ემბოლია, ჰემანგიომა, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი.

სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ანალიზის შედეგებისა და კვლევის სხვა მეთოდების საფუძველზე.