www.mcg.ge
GEO | ENG
სერვისები > ქირურგიული მომსახურება > ორთოპედიული/ტრავმატოლოგიური ქირურგია

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ქირურგიის სამსახურში ტარდება შემდეგი ტიპის მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ჩარევები:

ართროსკოპიული ქირურგია: მუხლის სახსრის, კოჭ-წვივის სახსრის, მხრის სახსრის, იდაყვის სახსრის. ჩამოთვილი სახსრების იოგოვანი აპარატის რეკონსტუქციული ქირურგია. ართროსკოპიული მეთოდით სახსარშიდა სტრუქტურების აღდგენა (მენისკის გაკერვა).

მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება: მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლის სახსარი, მხრის სახსარი, იდაყვის სახსარი. ამერიკული კომპანია ZimmerBiomet უახლესი იმპლანტების გამოყენებით.

მუხლის სახსრის ნაწილობრივი (მხოლოდ დაზიანებული ნაწილის) ენდოპროთეზირება ამერიკული კომპანია ZimmerBiomet ინოვაციური Persona Partial Knee სისტემის გამოყენებით.

პირველადი მოტეხილობებისა და მოტეხილობის გართულებების ოპერაციული მკურნალობა, კიდურების რეკონსტრუქცია ამერიკული იმპლანტების გამოყენებით.

ძვლის პირველადი და მეორადი (მეტასტაზური) ონკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა, კიდურების რეკონსტრუქცია.

მტევნისა და ტერფის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა.

“მედიქლაბჯორჯიას” ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სამსახურის წევრები წარმოდგენენ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის და საქართველოს ართროსკოპიული ქირურგიისა და სპორტული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრებს.