www.mcg.ge
GEO | ENG
სერვისები > ქირურგიული მომსახურება > პროქტოლოგიური ქირურგია

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ კოლოპროქტოლოგიურ მომსახურებას. სამსახურის მუშაობის მთავარი პრინციპი არის პაციენტებისათვის მინიმალური ჰოსპიტალიზაციის ვადებში მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის ჩატარება.

ცენტრის კოლოპროქტოლოგიის სამსახური აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

ქირურგიული ჩარევები/ გადაუდებელი კოლოპროქტოლოგია:

  • მწვავე ჰემოროი;
  • მწვავე ანალური ნაპრალი;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე პარაპროქტიტი;
  • დაჩირქებული ეპითელური ხვრელ-მილი;
  • სწორი ნაწლავის უცხო სხეულები;
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენა.

კოლოპროქტოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებსაც აქვთ რთული თანხლები დაავადებები, თავსდებიან მრავალპროფილიან განყოფილებაში, სადაც მათ უტარდებათ კომპლექსური მკურნალობა. მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის შედეგად პაციენტებისათვის დანერგილია ინდივიდუალური მიდგომა.