Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ქირურგიული მომსახურება > ონკო-ქირურგია

სამედიცინო ცენტრ „ მედიქლაბჯორჯიას“ ონკო-ქირურგიული დეპარტამენტი, საერთაშორისო გაიდლაინებისა და თანამედროვე პროტოკოლის სრული დაცვით გთავაზობთ, სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას. ონკო-ქირურგიულ განყოფილებაში მაღალკვალიფიციური ექიმები, ონკოლოგები და ჰემატოლოგები უზრუნველყოფენ, როგორც დაავადებათა პრევენციის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მონიტორინგის მიმართულებით მომსახურებას.

ონკო-ქირურგიის სამსახურში ხორციელდება ონკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობა გეგმიური და სასწრაფო-გადაუდებელი რეჟიმით, ოპერაციები ტარდება როგორც ტრადიციული, ღია ქირურგიული წესით, ასევე, ლაპაროსკოპიული მეთოდით. ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევები განიხილება კონსილიუმის პრინციპით. მკურნალობა იგეგმება ინდივიდუალურად, ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად, როგორიცაა: NCCN, ASCO, ESMO და სხვ.

2020 წლის სექტემბრიდან „მედიქლაბჯორჯიაში“ გეგმიური ონკოლოგიური მომსახურება: ქიმიოთერაპიული და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპია, ასევე, მკურნალობის განმავლობაში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევები სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და რეფერალური ფონდის მიერ.