Covid-19
GEO | ENG
სერვისები > სტაციონარული მომსახურება > ინტენსიური თერაპია

"მედიქლაბჯორჯიას" ინტენსიური თერაპიის განყოფილება შედგება შვიდი ინდივიდუალური ბოქსისაგან, რომელიც გათვლილია ყველა იმ მოზრდილი და საბავშვო ასაკის პაციენტისათვის, რომელიც ინტენსიურ მონიტორინგსა და სამკურნალო მომსახურებას საჭიროებს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმ რეანიმატოლოგები. ექიმებთან ერთად ინტენსიური თერაპიის განყოფილების სამედიცინო გუნდი მოიცავს სპეციალიზებულ ექთნებს, ფიზიოთერაპევტებს, ფარმაცევტებსა და სხვა ტექნიკურ პერსონალს.

ექიმი, სამედიცინო გუნდთან ერთად, აწარმოებს პაციენტთა ყოველდღიურ შემოვლას რათა შემუშავდეს თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად მორგებული და და უწყვეტი მკურნალობის გეგმა.

ინტენსიური თერაპიის ბლოკი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, როგორიცაა, დრეგერის (Draeger) კომპიუტერიზებული მონიტორინგის სისტემა, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, დიალიზის დანადგარი და ა.შ.

ინტენსიური თერაპიის საექთნო პოსტიდან ყველა ბოქსის მონიტორინგია შესაძლებელი. პაციენტის სულიერი განწყობისა და ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბლოკში ღია და ნათელი ინტერიერია, ყველა ბოქსს აქვს გარეთ გამავალი დიდი ფანჯრები, რომლიდანაც მიმდებარე ტერიტორიის ხედი იშლება.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ ოჯახის წევრებმა შეძლონ პაციენტის მონახულება. პაციენტის მონახულება და მის მკურნალ ექიმთან გასაუბრება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრულ ნახვის საათებში.

ქეთევან გოგოლაძე
სტაციონარული დეპარტამენტის ხელმძღვანელი