Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > ინფექციური დაავადებები

სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიაში“ წარმოებს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი, რომელსაც უზრულველყოფს პროფესიონალთა გუნდი თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

ინფექციური დაავადებების განყოფილებაში, სიცხის თანხლებით მიმდინარე დაავადებების გარდა, ამბულატორიულად ან სტაციონალურად ტარდება ისეთი ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი, როგორებიცაა:

  • A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და სხვა ვირუსული ჰეპატიტები;
  • AIDS (შიდსის ინფექციები);
  • გაციება და გრიპი;
  • კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები;
  • გამონაყარიანი დაავადებები;
  • დიარეა;
  • კვებითი ინტოქსიკაციები;
  • პარაზიტული დაავადებები;
  • სისტემატიკური სოკოვანი ინფექციები;
  • მენინგიტი.