Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > კოლოპროქტოლოგია

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ კოლოპროქტოლოგური სამსახურის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მუცლის ღრუს ორგანოების, მცირე მენჯისა და შორისის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი არის პაციენტებისათვის მინიმალური ჰოსპიტალიზაციის ვადებში მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის ჩატარება. ამას ცენტრი აღწევს თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურის გამოყენებით.

კოლოპროქტოლოგიური მომსახურება მოიცავს: ამბულატორიულ მცირეინვაზიური ჩარევები ჰემოროდიული დაავადების საწყის სტადიებზე - ჰემოროიდული კვანძების ლატექსის რგოლით ლიგირება, მკვებავი სისხლძარღვების გადაკვანძვა სხვა, როგორც არაოპერაციული, ისე ინვაზიური მეთოდებით.

კოლოპროქტოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებსაც აქვთ რთული თანხლები დაავადებები თავსდებიან მრავალპროფილიან განყოფილებაში, სადაც მათ უტარდებათ კომპლექსიური მკურნალობა. მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის შედეგად პაციენტებისათვის დანერგილია ინდივიდუალური მიდგომა.

ნინო წერუაშვილი
კოლოპროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი