Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > კარდიოლოგია

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ კარდიოლოგიური სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და ტარდება კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო გამოკვლევა.

კარდიოლოგიური პროგრამა მოიცავს პრევენციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, სწავლებასა და კვლევას.

ამბულატორიულად ხორციელდება შეფასება პაციენტებისა, რომლებსაც ესაჭიროებათ წინასაოპერაციო კარდიოლოგიური გამოკვლევა. „მედიქლაბჯორჯიას“ კარდიოლოგები აფასებენ პაციენტებსაც, რომლებიც უჩივიან გულ-მკერდის არეში ტკივილებს, ან სჭირდებათ ეკგ გამოკვლევა.

ამბულატორიული პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკური სერვისების სრულ პაკეტს:

  • კონსულტაცია;
  • ეკგ (კარდიოგრამა);
  • 24 საათიანი წნევის მონიტორინგი;
  • 24 საათიანი ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი;
  • ულტრაბგერითი და დოპლერ ექოკარდიოგრაფია;
  • პერიფერიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია;
  • სტრეს-ექოკარდიოგრაფია;
  • სტრეს-ტესტი ვარჯიშით;
  • ეზოფაგეალური ექოკარდიოგრაფია;
  • კარდიალური პრობლემებისათვის საჭირო ყველა სახის ლაბორატორიული გამოკვლევა;
  • სტაციონალური კარდიოლოგიური მომსახურება.

პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი კარდიოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ კომფორტულ და სრულად აღჭურვილ პალატებს, სადაც თქვენზე იზრუნებენ მაღალკვალიფიციური კარდიოლოგები.

დიანა მინდიაშვილი
კარდიოლოგი / სტაციონარული სამსახურის ექიმი
დავით გოჩიტაშვილი
კარდიოლოგი / კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი