www.mcg.ge
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > პედიატრია

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ პედიატრიული პაციენტების კვლევისა და მკურნალობის სრულ სერვისს.

ცენტრის პედიატრიული განყოფილება აერთიანებს კვალიფიციურ, საუკეთესო პრაქტიკის მქონე გამოცდილ პროფესიონალებს როგორც საექიმო, ასევე, საექთნო მიმართულებით.

კეთილგანწყობილი პერსონალის გუნდი პატარა პაციენტებსა და მათ მშობლებს მაქსიმალურ კომფორტსა და მშვიდ გარემოს უქმნის.

პედიატრიულ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ, როგორც გეგმიური ამბულატორიული, ასევე, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ზოგად და აბდომინალურ ქირურგიაში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, უროლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, ბავშვთა ნევროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში და ა.შ.

სამედიცინო ცენტრში ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრი.

პაციენტების ინდივიდუალური განთავსება ხდება სასტუმროს ტიპის პალატებში, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების წარმართვას მინიმალურად სტრესულ, მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

სოფიო სულავა
პედიატრი
ნათია კიკნაძე
პედიატრი / პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ჯაბა ყიფიანი
ექიმი პედიატრი