www.mcg.ge
GEO | ENG
მკურნალობა > კეტოგენური დიეტის ცენტრი

კეტოგენური დიეტის დანერგვა საქართველოში ბავშვთა ნევროლოგის გია მელიქიშვილისა და კეტოგენური დიეტის საერთაშორისო ექსპერტის, ნუტრიციოლოგის ბეთ ზუპეკ-კანიას დამსახურებაა. მათი ორგანიზებით, 2006 წელს თბილისში ჩატარდა კეტოგენური დიეტის სასწავლო კურსი. ბეთის მეთვალყურეობით, მისი საქართველოში ყოფნის პერიოდშივე, ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე რამდენიმე პაციენტმა დაიწყო კეტოგენური დიეტა. ექიმ ზუპეკ-კანიას სამუშაო ვიზიტს საქართველოში ცალკე თავი მიეძღვნა 2013 წლის ბესტსელერ წიგნში - ,,Adenosine. Key Link Between Metabolism and Brain Activity“.

ბეტის ვიზიტის შემდეგ საქართველოში დაფუძნდა „კეტოგენური დიეტის ცენტრი“, რომელიც კეტოგენური დიეტის საერთაშორისო ცენტრებს შორისაა (მონაცემები/ინფორმაცია ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ვებ გვერდზე (https://www.ilae.org/patient-care/ketogenic-diets/international-centers).

2011 წლიდან „კეტოგენური დიეტის ცენტრი“ მედიქლაბჯორჯიაში გადმოვიდა. ცენტრში დღემდე 70-მდე ქართველი და უცხოელი პაციენტია აღრიცხული. მედიქლაბჯორჯიას კეტოგენური დიეტის ცენტრის გუნდია: გია მელიქიშვილი - ცენტრის ხელმძღვანელი, ბავშვთა ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი; ნაზი ტაბატაძე - პედიატრი, ნუტრიციოლოგი; თამარ გაჩეჩილაძე - ბავშვთა ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი; ცენტრის ასისტენტ ექიმები: ქეთევან ჩავლეიშვილი, ეკატერინე ყურუა, სოფიო გვერდწითელი, მარიამ მელიქიშვილი.

კეტოგენური დიეტა გამოიყენება მკურნალობისადმი რეზისტენტული ეპილეფსიების სამკურნალოდ, განსაკუთრებული ეპილეფსიური სინდრომების (მაგ.: დრავეს სინდრომი), ასევე, დიეტაზე მყოფი პაციენტებს შორის არიან სხვადასხვა არაეპილეფსიური და იშვიათი დაავადებების მქონე პირები, როგორიცაა ანგელმანის სინდრომი, რეტის სინდრომი, გლუკოზის ტრანსპორტერი 1-ის დეფიციტი, პირუვატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, გაფანტული სკლეროზი და სხვა.

არსებობს დაავადებები, რომელთა მკურნალობის ერთადერთი საშუალება კეტოგენური დიეტაა.

„მედიქლაბჯორჯიას კეტოგენური დიეტის ცენტრის“ სამედიცინო გუნდი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და საზოგადოებებთან. ჩვენი ცენტრის საერთაშორისო პარტნიორები არიან ,,ჩარლის ფონდი“ (https://charliefoundation.org/) და ,,მეთიუს მეგობრები“ (https://www.matthewsfriends.org/).

ახლახანს ,,მეთიუს მეგობრებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ ენაზე ითარგმნა კეტოგენური დიეტის საბავშვო საინფორმაციო ბროშურა და ვიდეო რგოლი (https://www.matthewsfriends.org/keto-therapies/child-friendly-information/).