www.mcg.ge
GEO | ENG
ჩვენ შესახებ > სოციალური პასუხისმგებლობა > გარემოს დაცვის პოლიტიკა

გარემოს დაცვის პოლიტიკის სრულყოფისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამედიცინო ცენტრ ,,მედიქლაბჯორჯიას“ ნარჩენების მართვის პროცესი მაქსიმალურად მიმართულია ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და პრევენციისთვის, რაც გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის აცილების მნიშვნელოვანი პირობაა.

სამედიცინო ცენტრში შერჩეულია ისეთი აღჭურვილობები და სამედიცინო ტექნიკა, რომლის ფუნქციონირების შედეგად, ან დაზიანების შემთხვევაში, არ წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენი. ძლიერი ტოქსიკური სადეზინფექციო საშუალებების ჩანაცვლება ხდება ნაკლებად ტოქსიურით. სტერილიზაციისათვის გამოიყენება ისეთი ხსნარები და საშუალებები, რომლებსაც თან ახლავს უსაფრთხოების პასპორტები და გარემოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

კლინიკაში საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება ხდება სეპარირებულად გარემოს დაცვისა და ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით. სახიფათო ნარჩენის სეპარაცია ხორციელდება ნარჩენების წარმოქმნის ადგილთან მაქსიმალურად ახლოს და ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ზოგადი მოთხოვნების შესრულების მიზნით, ,,მედიქლაბჯორჯიას“ თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელიც ახდენს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებელყოფას.

უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება ასახავს კომპეტენტური და გამართული ჯანდაცვის დონეს, რომელიც უნდა შესრულდეს პაციენტისა და ცენტრის პერსონალის უსაფრთხოებისთვის. გარემოს დაცვის სწორი პოლიტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი სამედიცინო ცენტრის ზოგად გარემოზე.