თითოეული კორპორატიული მომხმარებლისთვის გამოყოფილია კოორდინატორი, რომელიც გეგმავს და ორგანიზებას უკეთებს კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა შემთხვევას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გეგმის, პაციენტთა განათლების, სეზონური დაავადებების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამების ჩათვლით. ინდივიდუალური კლიენტების მსგავსად, კორპორატიული მომხმარებლები სამედიცინო მომსახურების სრულ პაკეტს იღებენ. „მედიქლაბჯორჯია“ კორპორატიულ კლიენტებს საწარმოო მედიცინის მომსახურებას სთავაზობს, რაც სამუშაო რისკების შეფასებასა და კომპანიისთვის დახმარების გაწევას გულისხმობს. საწარმოო მედიცინის დახმარებით კომპანიები უკეთესად გეგმავენ საკუთარ საქმიანობებს და მინიმუმამდე დაჰყავთ მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ კვებისა და წყლის ჰიგიენის, საწარმოო ჰიგიენის შეფასებასაც. „მედიქლაბჯორჯია“ ეხმარება კომპანიებს პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი ატრიბუტიკის შეძენასა და შესაბამისი ტრეინინგების დაგეგმვა-ჩატარებაში.
MediClubGeorgia- ს მრავალი საელჩოსთვის სასურველ სამედიცინო პროვაიდერთა სიაში პირველი ადგილი უჭირავს. ეს საელჩოებია: