ნაზი ტაბატაძე
პედიატრი
Experience
- ის სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2016 წელს შემოუერთდა.
- ნაზი ტაბატაძე არის კეტოგენური დიეტის საქართველოს ცენტრის პედიატრი, ნუტრიციოლოგი.
- ასევე, არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი.
- GSIEM - საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დაავადებათა საზოგადოების დამფუძნებელი და წევრი;
- ISNS - ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი;
- SSIEM - თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი;
- საქართველოს მყიფე X სინდრომის ცენტრის (FXCRC მყიფე X კლინიკური და კვლევითი კონსორციუმის წევრი) კლინიკური კოორდინატორი;
- SSIEM-DG - თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საერთაშორისო ორგანიზაციის დიეტოლოგთა ჯგუფის წევრი;
- eGNA - ელექტრონული გენეტიკური ნუტრიციის აკადემიის წევრი;
- GMDI - გენეტიკურ-მეტაბოლურ დიეტოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი;
- EPNS - ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების წევრი;
- ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის GNO-METAB Listserv (PNO-METAB Listserv) გენეტიკური ნუტრიციის ონლაინ ჯგუფის წევრი;
- GLUT1 დეფიციტის საზოგადოების პროფესიონალთა ქსელის წევრი;
- საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის წევრი.
Education & Traning
- 1996-2002 წწ: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაიარა რეზიდენტურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, სპეციალობაში - პედიატრია.
- ნაზი ტაბატაძეს გავლილი აქვს კვალიფიკაციის გრძელვადიანი პროგრამა, სპეციალობაში - ნუტრიციოლოგია.
- ნაზი ტაბატაძის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა განვითარების პედიატრია, მეტაბოლურ-გენეტიკური დარღვევები, განვითარების შეფერხებით მიმდინარე იშვიათი ნევროლოგიური სინდრომები.
- იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა იშვიათი დაავადების დიაგნოსტირების, მონიტორინგის, მკურნალობის, ამ დაავადებათა შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვისა და მსოფლიო სიახლეების საქართველოში დანერგვის საკითხებში.
- ნაზი მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში.
- გავლილი აქვს სტაჟირების კურსი: საფრანგეთში, პარიზის რობერტ დებრეს კლინიკის მეტაბოლიზმის დეპარტამენტში და ჩრდილოეთ ამერიკის მეტაბოლური აკადემიის გადამზადების კურსი - SIMDNAMA.
გაზიარება
