„მედიქლაბჯორჯია“ - ეს არის პირველი და ერთადერთი სამედიცინო ცენტრი საქართველოში, რომელმაც უწყვეტად სამჯერ მოიპოვა Joint Commission International (JCI) აკრედიტაცია (2017-2020წწ; 2020-2023წწ; 2023-2026წწ.).
სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ლაბორატორიის წარმატებული მუშაობა ეფუძნება პაციენტის მოვლის ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა:
-
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე გამართული სისტემა (დაარსების დღიდან, ლაბორატორია თანამშრომლობს ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფის მსოფლიოში აღიარებულ კომპანიებთან: RIQAS (ინგლისი), Labquality (ფინეთი), ESfEQA (გერმანია), INSTAND (გერმანია);
- პროფესიონალთა გუნდი (თანამშრომელთა უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე მუდმივად ზრუნავს კლინიკის მენეჯმენტი);
-
წამყვანი ტექნოლოგიები (უახლესი თანამედროვე ანალიზატორები და გამართული საინჟინრო მომსახურება უზრუნველყოფს ლაბორატორიული კვლევების საიმედოობას);
- აკრედიტებული და სანდო კონტრაქტორი ლაბორატორიების შერჩევა;
-
პაციენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობის მკაცრი დაცვა.
სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ ლაბორატორია მუშაობს 7/24-ზე. მოქმედებს:
- გამოძახების სერვისი;
- პასუხების ელექტრონულად გადაგზავნა;
- უცხოეთში მომსახურების სერვისი;
კვლევები, რომელიც არ კეთდება საქართველოში, პაციენტის სურვილის მიხედვით, იგზავნება უცხოეთში ჩვენს კონტრაქტორ ლაბორატორიებში.