სიახლეები

2014
კონფერენცია: „მსხვილი სახსრების ქირურგია და სპორტული მედიცინა“
2013 წლის 16-17 თებერვალს მსოფლიო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის SICOT (Société Internationale de Chirurgie Orthopédique et de Traumatologie), ESSKA (European Society of Sports Traumatology Knee Surgery and Arthroscopy) პატრონაჟით, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების, საქართველოს ართროსკოპისტთა და სპორტულ ქირურგთა ასოციაციის და ო. ღუდუშაურის სახელობის ორთოპედიისა და სპორტული ქირურგიის ინსტიტუტის ეგიდით “მედიქლაბჯორჯიაში“ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „მსხვილი სახსრების ქირურგია და სპორტული მედიცინა“. კონფერენცია მიეძღვნა ჩვენი მასწავლებლის და მეგობრის, ორთოპედიული სწავლების საერთაშორისო ცენტრის ფრანგული მხარის ხელმძღვანელის ჟან-პიერ დიუბოსის (ქ. ტულუზა, საფრანგეთი) ხსოვნას. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდში, წინა საუკუნის 90-იან წლებში, ამ პიროვნებამ საკუთარი ხარჯებით წაიყვანა სტაჟირებაზე ქ. ტულუზაში ოთხი ახალგაზრდა ორთოპედი და ერთი ანესთეზიოლოგი. ასევე გვაჩუქა უნიკალური აპარატურა, ინსტრუმენტები და წიგნები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ართროლოგიისა და სპორტული ქირურგიის განვითარებას. კონფერენციის მონაწილეები და სტუმრები: 1. ბერტრამ ზარინჩი (Bertram Zarinc) - ორთოპედი, მასაჩუსეტის ცენტრალური საავადმყოფო, ბოსტონი. ჰარვარდის უნივერსიტეტი. აშშ. 1991 წ. ივნისში, რიგაში, იქ სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდა ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს და მისი სახით საქართველოს, აჩუქა ართროსკოპიული ქირურგიის აპარატურა, რის შემდგომაც დაინერგა და განვითარდა ართროსკოპია საქართველოში. 2. ვალდის ზატლერსი( Valdis Zatlers) - ორთოპედი, რიგა, ლატვია. ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი 2007-2011 წ. 1991 წლის ივლისში, თბილისში ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ჩაატარა პირველი ართროსკოპიული ოპერაციები საქართველოში. 2013 წლის 15 თებერვალს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა და დაჯილდოვდა „ბრწინვალების ორდენით“. 3. რამონ კუგატი (Ramon Cugat) - ორთოპედი, ქირონის ჰოსპიტალი, ბარსელონა. ესპანეთი ბარსელონის და მანჩესტერ-იუნაითედის საფეხბურთო კლუბების სამედიცინო კონსულტანტი. საქართველოს ორთოპედები - ვაჟა გაფრინდაშვილი, ლევან ნაჭყებია, მიხეილ ზიმლიცკი გადიოდნენ სტაჟირებას/სწავლებას მისი ხელმძღვანელობით ბარსელონაში. მსოფლიოში ზრდის ფაქტორებით (PRP) მკურნალობის დამფუძნებელი ორთოპედიაში. 4. მონსერატ გარსია (Montserat Garcia) - ორთოპედი. ქირონის ჰოსპიტალი, ბარსელონა. ესპანეთი „გარსია-კუგატის“ ფონდის დამაარსებელი, სადაც გაირეს სტაჟირება ქართველ ექიმებმა და სტუდენტებმა. მსოფლიოში ზრდის ფაქტორებით (PRP) მკურნალობის დამფუძნებელი ორთოპედიაში. 5. თომას ტრც (Tomáš Trč) - ორთოპედი. ჩარლზის უნივერსიტეტის ორთოპედიული კლინიკის ხელმძღვანელი. პრაღა, ჩეხეთი. მსოფლიო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის ნაციონალური დელეგატი. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ მოწვეული სტუმრები და ქართველი ექიმები: ლევან ნაჭყებია -ორთოპედ-ტრავმატოლოგი. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი; ბადურ ზიმლიცკი -ორთოპედ-ტრავმატოლოგი. ო. ღუდუშაურის სახელობის ორთოპედიისა და სპორტული ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი; ვაჟა გაფრინდაშვილი -ორთოპედ-ტრავმატოლოგი. საქართველოს ართროსკოპისტთა და სპორტულ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; ორთოპედიაში ზრდის ფაქტორებით (PRP) მკურნალობის დამფუძნებელი საქართველოში თამილა ლაფანაშვილი- ექიმი ენდოკრინოლოგი; ზრდის ფაქტორებით (PRP) მკურნალობის დამფუძნებელი საქართველოში. მოხსენებები მიეძღვნა ართროსკოპიული ოპერაციებს ჩატარების მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს, სპორტული ტრავმების ქირურგიული და არაქირურგიულ მკურნალობის თანამედროვე ტენდენციებს, “ზრდის ფაქტორებით PRP” პროცედურების 10 წლიანი კლინიკური გამოცდილებას ესპანეთის, კერძოდ ბარსელონას ფეხბურთელების მკურნალობაში. “ზრდის ფაქტორებით PRP” პროცედურებით მკურნალობის 10 წლიანი კლინიკური გამოცდილებას საქართველოში. ჩატარდა ღია ოპერაციები, დარბაზში ტრანსლირებით, გაიმართა დისკუსიები. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმები საქართველოდან და სომხეთიდან
ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი