სიახლეები

02/24/2017
ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სისტემა

მედიქლაბჯორჯია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პაციენტის ინტერესებზე ორიენტირებული კლინიკაა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მაღალი კლასის სამედიცინო სერვისი მივაწოდოთ ქართველ მომხმარებელს. სწორედ მედიქლაბში პირველად საქართველოში დაინერგა ინოვაციური მეთოდით- ნეირომონიტორინგის სისტემა-სქოლიოზის ოპერაციული მკურნალობა. ქირურგიული ოპერაციების დროს  ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის განხორციელება თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში მიღებული ოქროს სტანდარტია.

იგი  მნიშვნელოვნად ამცირებს ქირურგიული ოპერაციების (მაგალითად სქოლიოზის კორექციის) ისეთი საშიში ნევროლოგიური გართულებების რისკს, როგორიცაა ზედა და ქვედა კიდურების დამბლის განვითარება, მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების მოშლა (უნებლიე შარდვა და დეფეკაცია).

 

რა არის ინტრაოპერაციული  ნეირომონიტორინგის სისტემა?

თანამედროვე მედიცინაში ინტრაოპერაციულ მონიტორინგით ტარდება ხერხემლის, თავის და ზურგის ტვინის, ფარისებრი ჯირკვლის, ყბა-სახის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ოპერაციები. 

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის საშუალებით ფასდება ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტის ორგანიზმში ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მუშაობა.

ნეირომონიტორინგის მიზანია ქირურგიული ჩარევის პარალალურად ნერვულ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებების დროული გამოვლენა.

 ოპერაციის მიმდინარეობისას ნეირომონიტორინგის სპეციალისტი აკვირდება თავის ტვინის სისხლით მომარაგებას, თავისა და ზურგის ტვინის მოძრაობასა და მგრძნობელობაზე პასუხისმგებელ  სტრუქტურებს, თავის ქალიდან და ხერხემლის სვეტიდან გამომავალ ნერვებს და აფასებს ნერვული სისტემის ფუნქციურ და ანატომიურ უწყვეტობას.

ოპერაციის მიმდინარეობისას ცვლილების აღმოჩენა საშუალებას აძლევს ქირურგს, დროულად იმოქმედოს დაზიანების საწინააღმდეგოდ და თავიდან აიცილოს ოპერაციის შემდგომი საშიში გართულებები.

აქედან გამომდინარე,, ინტრაოპერაციული მონიტორინგის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ოპერაციებთან დაკავშირებული ავადობის და სიკვდილობის სტატისტიკა.

ინტრაოპერაციული მონიტორინგი ამცირებს ოპერაციისთვის დახარჯულ დროსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში საავადმყოფოში გატარებული დღეების რაოდენობას და აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს.

 

 

სქოლიოზის კორექციის ინტრაოპერაციული მონიტორინგით ჩატარება საქართველოში დღესდღეობით მხოლოდ მედიქლაბჯორჯიაშია შესაძლებელი.

 

მაღალპროფესიონალური  გუნდი ქირურგ-ვერტებროლოგის, მედიცინის დოქტორის, ტრისტან ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით და ნეიროფიზიოლოგ თეა შენგელიას ჩართულობოთ  წარმატებით ანხორციელებენ სქოლიოზის ოპერაციულ მკურნალობას.

 

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი