სიახლეები

10/02/2016
პირდაპირი ტრანსლაცია საოპერაციოდან

2 ოქტომბერს კლინიკა მედიქლაბ ჯორჯიაში,პირველად ამიერკავკასიაში შესრულდა საყლაპავის ლორწქვეშა სივრცეში მდებარე სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.პროცედურა შეასრულეს იაპონელმა ენდოსკოპისტებმა მედიცინის დოქტორებმა ტადატერუ მაეჰატა(Tadateru Maehata) და აი ფუჯიმოტომ(Ai Fujimoto),ტოკიოს კეიოს საუნივერსიტეტო კლინიკის კიბოს ცენტრიდან.პროცედურამ ჩაიარა ისეთი გართულებების გარეშე,როგორიცაა: სისხლდენა და პერფორაცია.
ენდოსკოპიური სუბმუკოზური დისექციით(Endoscopic Submucosal Dissection) ამოკვეთილ იქნა 15მმ დიამეტრის სიმსივნური წარმონაქმნი,საღი ქსოვილის ფარგლებში.
პაციენტი გაეწერა კლინიკიდან 24 საათში,დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი